სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე

ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მოკალათებული არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში, საერთოდ არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში.

„ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კომპლექსი. თქვენ კადრებიც ნახეთ, რომ ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, რაც არის ტრაგედია. ახალგაზრდები არიან ციხეში იმის გამო, რომ სწორედ ასეთმა ავანტიურისტებმა წააქეზეს ისინი ძალადობისა და დანაშაულის ჩადენისკენ. სამწუხაროდ, დანაშაული იქნა ჩადენილი, რასაც დაუპირისპირდა სასჯელი. რაც შეეხებათ ამ ავანტიურისტებს, კონკრეტულად ამ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მისი პარტია აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებული არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში.

მე შეგახსენებთ მათ კამპანიას - ისინი ცდილობდნენ, დაეჯერებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომ თუ ეკა გიგაურს მოუწევდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში, მეორე დღეს გაიღვიძებდნენ ჩელიაბინსკში. ასეთ დონეზე ცდილობდნენ ისინი, მოეტყუებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები. ასეთი ფორმით ახალისებდნენ ისინი ძალადობრივ ქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი. მათ აქვთ კომპლექსი, ახლა თვითონ არიან თბილად, მაშინ როდესაც მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდები სხედან ციხეში და ეს კომპლექსები ალაპარაკებდა მას", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს
იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში
,,ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს''- ტიერი მარიანი
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
,,მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს''- ალიევი
დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად