პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია საუკეთესო მკურნალობისთვის -მიხეილ სარჯველაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.
მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში ჩართული არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები.
„მდგომარეობა, პრაქტიკულად, არსებითი ცვლილებების და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშეა. გარდა სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუყაროთ თავი ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შესაძლოა, საკითხის ირგვლივ შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდეს ან არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია, გარკვეული პროცედურები გააუმჯობესოს. გნებავთ, კონსილიუმი დაერქვას ამას. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი მთავარია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, ამ ეტაპზე პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება.
„ამ წუთას უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამს დადგება ასეთი საჭიროება, დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის. ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, რითი შეიძლება, კიდევ მეტი რესურსი იქნეს ჩართული, რათა უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა, მაქსიმუმი გავაკეთოთ სამედიცინო მანიპულაციური ჩარევით. ამავდროულად, მთლიანად ერი არის გაერთიანებული ერთი იდეის ირგვლივ", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მსგავსი სიახლეები
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე-ირაკლი კობახიძე
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია საუკეთესო მკურნალობისთვის -მიხეილ სარჯველაძე
გამოცხადდა 2026 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მარტის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
ირაკლი კობახიძე - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან
კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ამინდის პროგნოზი
პატრიარქისგან გეძლევათ ლოცვა-კურთხევა რომ ეს ლოცვა ყოველდღიურად წაიკითხოთ
,,ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება''- მეუფე შიო
შალვა პაპუაშვილი: „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია - იმედი
ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი, მაღალ მთაში ზვავსაშიშროება - გაფრთხილება ამინდის შესახებ
15 მარტს დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულია - სამი ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება