,, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი''-პრემიერი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე", - განაცხადა პრემიერმა. 
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია. 
„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი გამოიყვანეს, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გამოვიდა, მაგრამ ორგანიზებული იყო ვიღაცების მხრიდან. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოართვეს კონკრეტულ კომპანიას. ვიღაცას ჩაუჯდნენ წილში, ეს სამწუხაროდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. გამოჰყავთ ვიღაცებს ადამიანები, შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მათ ემოციებზე თამაშობენ, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში. ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს აღარ დაუშვებს. სადაც დაცულია ობიექტურად ყველანაირი ინტერესები, აუცილებლად ყველა პროექტი განხორციელდება. ასეთ პრეცედენტებს, როდესაც ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს, წილში უჯდება, და უფრო ფართო ინტერესი აქვს - საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ასეთი - ძალიან ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ საბოტაჟი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული", - განაცხადა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
,, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი''-პრემიერი
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის-მთავრობის ადმინისტრაცია
მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა-რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე
,,უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს''- დავით ქართველიშვილი
საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით''- ირაკლი კობახიძე
ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - მას მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“- ტრამპი
,,პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც უწმინდესი ყოველთვის მოგვიწოდებდა, იღვწოდა - ერთობა და ერთიანობა''- მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი
არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია სურვილს გამოთქვამენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანონ
მეუფე საბა: ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა სიტყვა შეუსრულებელი დატოვა
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
ილია მეორემ ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში-ალექსანდრ ლუკაშენკო
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი
იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირის წევრობა არასდროს უნდოდა -რასა იუკნევიჩიენე
21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს -"საქართველოს რკინიგზა"
"ხალხთან მოვიდა გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში სწორედ პატრიარქი და ეს ხალხმა დაინახა" - ირაკლი ბატაშვილი 9 აპრილზე
ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას -აშშ-ს საელჩო