გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში

„ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, „ტისას" გამარჯვებას ეხმაურება და პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს.

„ქრისტე აღდგა! გილოცავთ! უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში! „ძლიერი საქართველოს" სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა დღეს, როდესაც დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი, ხოლო უნგრეთი დაუბრუნდებოდა თავისუფალი ევროპის წიაღს. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით. გუშინ უნგრელმა ერმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო, ვიდრე ქოცური ოცნება.

სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედია მონოპოლიის მიუხედავად, ორბანის რეჟიმი იქნა სასტიკად განადგურებული, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან არცერთი სისტემა არ არის ურღვევი და ვერცერთი გაყალბებული სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში! რადგან შეუპოვრობას, გამბედაობას და დემოკრატიული ღირებულებების რწმენას შეუძლია, დაძლიოს შიში და მანიპულირება.

უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით, სულ მალე, ჩვენ იმავეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი, ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩახრჩობას და რუსიფიკაციას.

გუშინ უნგრელმა ხალხმა დაასრულა ქოცების ერთადერთი პარტნიორი ევროპაში და სულ მალე მის სატელიტურ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა ისწავლონ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მაგიარის ბრძოლიდან, რომელმაც გაყალბებულ სისტემაში უსამართლობასთან შეგუებას არჩია რთული ბრძოლა და ნაცვლად არჩევნების ბოიკოტირებისა ან ყურების ჩამოყრისა, შევიდა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში!

უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება „ძლიერი საქართველოს" მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ ხალხს ბრძოლისკენ. სულ მალე საქართველოშიც ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას კორუმპირებულ რუსულ რეჟიმზე!" - აღნიშნავს გეგელია.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებს გადმოსწვდა 9 აპრილის ღამეს პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, განა დღეს ნაკლები საშიშროებებია?! საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ ყაველაშვილი - 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია
ირაკლი კობახიძე - საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას
ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი შვიდი მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია
მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში -მიხეილ სააკაშვილი