კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის

სრულიად ელემენტარულია უოტსონ, უნგრეთის არჩევნებს რაც შეეხება:

 

1. არის ასეთი გამოთქმა, რომ ვაშლის ნაყოფი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება. მოიგო ბ-ნი ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა, რომელმაც, დარწმუნებული იყავით, მმართველი პარტიის რესურსის გამოყენებით, უმოკლეს ხანში შექმნა უძლიერესი პარტიული ბლოკი და დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში. შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის. - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

 

2. რასაკვირველია, ამას მხოლოდ ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალის პარტიული რესურსის ნაწილი არ ეყოფოდა. მადიარმა სრულიად სწორად შერჩეული და მოზომილი მესიჯბოქსით მიიმხრო ლოიალისტი, სტატუს ქუოს მოყვარული ამომრჩევლის დიდი ნაწილი. ამისთვის მან მოიარა მთელი ქვეყანა. (მას ბუდაპეშტს გარეთ შეხვედრა არ გაუმართავს მხოლოდ 3-4 მოზრდილ ქალაქში) და რაც მთავარია მოიგო, გაიმარჯვა არჩევნებში მინიმუმ 15 პროცენტიანი უპირატესობით. და თუ არა არჩევნები, ხელისუფლებაში მოსვლის რაღაც "სხვა" გზა მას არც განუხილავს - არც რაღაც გეგმა B, თუკი არჩევნებს წააგებდა.


3. მადიარი ქვია კონკრეტული პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ლიდერს და არა მხოლოდ ხელისუფლების სიძულვილით შეკრებილ პარტიულ ლიდერთა ჯგუფს, რომელთაც ერთმანეთი არაერთხელ ნალანძღი ყავთ საჯაროდ, შემკობილი ყავთ ერთმანეთი კომიკურ-უცნაური ეპითეტებით. მადიარის პროპაგანდისტებს დარწმუნებული ვარ, არასოდეს მიუმართავთ ამომრჩევლისთვის დაახლოებით ასეთი გზავნილით: "ოღონდ ორბანი წავიდეს და ვინც გინდა, ის მოვიდეს". - წერს კონსტანტინე გამსახურდია  სოციალურ ქსელში.

 

 უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა, ბატიანის მოედანზე, არჩევნების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა - უნგრეთი კვლავ გახდება ევროკავშირის და ნატოს ძლიერი მოკავშირე

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებს გადმოსწვდა 9 აპრილის ღამეს პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, განა დღეს ნაკლები საშიშროებებია?! საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ ყაველაშვილი - 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია
ირაკლი კობახიძე - საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას
ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი შვიდი მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია
მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში -მიხეილ სააკაშვილი