მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა" აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: "ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში."

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პრეზიდენტ ალიევის შეხვერდის მნიშვნელობაზე.

"ბიძინა ივანიშვილის როლზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა როლი აქვს მას ქართულ პოლიტიკაში და რა როლი აქვს მას პირადად სწორედ იმ პოლიტიკაში, რომელმაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა იმ ტურბულენტურ დროს, რა დროშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ალიევის შეხვედრა.

ჩვენ შარშან ვიმყოფებოდით არაერთხელ თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში; ასევე, ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, იმისათვის რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშროლობას ჰქონდეს ინტენსიური სახე. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ამ ფორმატში და ეს ფორმატი ერთგვარად იქცა ექვს სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმატად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი და ფუნქცია საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და უნიკალურ უპირატესობებზეც.

"საქართველოს ამ შემთხვევაში არაფერი დაუკარგავს, საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ღიმილისმომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ ევროპა წააგებს.

,,საქართველოს აქვს დიდი უპირატესობები, უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლიუსია და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობით, კიდევ უფრო უკეთ უნდა მოვახდინოთ. შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა, მეტი არაფერი. რუკას ვინც კარგად შეხედავს, ძალიან ცხადად ჩანს რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებს გადმოსწვდა 9 აპრილის ღამეს პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, განა დღეს ნაკლები საშიშროებებია?! საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ ყაველაშვილი - 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია
ირაკლი კობახიძე - საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას
ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი შვიდი მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია
მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში -მიხეილ სააკაშვილი