ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი.
„ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ. თქვენ ლიდერობასაც შეეხეთ შესავალ სიტყვაში და, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც. თუმცა, ეს არ იძლევა განზოგადებულ სურათს. გლობალურ მასშტაბში ეს სურათი, ვიტყოდი, რომ არ არის ლამაზი. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის HR-მენეჯერს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას. რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება", - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რჩება ისევ ისეთ ბოროტ ძალად, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობა, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით თუ გამოწვევები აქვს, ეს ძალიან გვაწუხებს
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
გიგა ბოკერია - ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა
შალვა პაპუაშვილი - რამდენიმეწუთიან დეზინფორმაციას შეჩვეული ვართ, ორი დღე თავს ძალით გაიბრაზებენ, შემდეგ გადაივლის ხოლმე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა