თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

 

ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთს გრძელი და რთული გზა ელოდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა, აკიფ ჩაღათაი კილიჩმა ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „სამხრეთ კავკასია: განვითარებადი სტრატეგიული ცენტრი" განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზა არის პროცესი, რომელსაც, როგორც ჩანს, დასასრული არ უჩანს.

„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63 წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ. თურქეთის შემთხვევაში, ეს არის პროცესი, რომელსაც, როგორც ჩანს, დასასრული არ უჩანს. ურთიერთობა არსებობს, მაგრამ ის ქორწინებით არ მთავრდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალი ბიუროკრატია და ევროკავშირის წარმომადგენლები უფრო ღია აზროვნების არიან. მთავარი საკითხია ურთიერთობების თანასწორ საფუძველზე აშენება და არა „სწავლებისა და სწავლის" ფორმატში. თურქეთთან დაკავშირებით ამ პროცესში იყო აღმავლობა და დაღმასვლა, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვსაუბრობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რეგიონულ მონაწილეობაზე, ენერგიის, სოფლის მეურნეობისა და სხვა რესურსების გაზიარებაზე", - აღნიშნა თურქეთს პრეზიდენტის მრჩეველმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რჩება ისევ ისეთ ბოროტ ძალად, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობა, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით თუ გამოწვევები აქვს, ეს ძალიან გვაწუხებს
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
გიგა ბოკერია - ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა