ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე პოლარიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ამასთან, როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან საერთო ღირებულებები აერთიანებდეთ.
„მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან, იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ღირებულება, რასაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. ორი ადამიანი თუ ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, თუ გვაერთიანებს საერთო ღირებულება - ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება, დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცის", „რუსის", „აკაცუკის", „ნაცის" ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად", - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.
მისი თქმით, დისკუსია კარგი გამოსავალია და მოახერხებენ, რომ პოლარიზაცია დებატებით ჩანაცვლდეს.
„ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი. დიდი იმედი მაქვს, მეტი მსგავსი ტიპის საუბარი, შეხვედრა ჩატარდება, იქნება ეს „ქართული ოცნების" თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან, მგონია, დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც ხელოვნურად შექმნილია", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რჩება ისევ ისეთ ბოროტ ძალად, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობა, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით თუ გამოწვევები აქვს, ეს ძალიან გვაწუხებს