ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო" ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად ვიქნებით ოპტიმიზმით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უთანასწორო გარემო.
„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. ძალიან კარგია, თუ შეცვალა პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორმა, ეს დადებითი ფაქტია", - განაცხადა ლანა გალდავამ.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, არჩევნებამდე აქციებით უნდა მივიდნენ, ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ლელო" იქნება ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზია.
„პირველ რიგში, ეს გახლავთ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია, ეს იყოს ბრძოლა, არ იყოს ბოიკოტი და ჩვენ ვიყოთ აქტიურები მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ვართ აქტიურები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მუდმივად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ვამბობთ, რომ პოლიტიკა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკოსები იყვნენ ხალხის სამსახურში. ამიტომ, ბოიკოტის ნაცვლად, მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ აქტიურ ბრძოლაში. ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ხალხის აქტიურობას საარჩევნო დღეს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი, რადგან გაყალბების ალბათობა ძალიან მცირეა", - განაცხადა ლანა გალდავამ.
მსგავსი სიახლეები
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რჩება ისევ ისეთ ბოროტ ძალად, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს