დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
რამდენადაა შესაძლებელ საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის ტონის შეცვლა - ამ თემაზე ისაუბრა „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" და აქცენტი გააკეთა იმაზე, რამდენად რეალურია ევროინტეგრაციის პროცესში სამოქმედო გეგმად ბრიუსელის 9 პუნქტიან რეკომენდაციებზე სწორება.
დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები, პირველ რიგში, სჭირდება თავად ევროკავშირს და ის ცდილობს თავისი შეცდომების გამოსწორებას. მისი თქმით, ამის დასტურია ბრიუსელის წარმომადგენლების ბოლო ვიზიტები თბილისში.
„9 პუნქტამდე და 9 პუნქტის შემდეგაც, ჩვენთვის სწორება იყო უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ფაქტობრივად უკვე ყველამ განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში „წარმატებულები იყვნენ", მათი ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვთ. ამიტომ, ყველამ გასცეს პასუხი იმას, რა არის რეალობა და რა - ფიქცია. პრაქტიკული ურთიერთობები დღეს გადის საქართველოზე, როგორც გეოეკონომიკის სუბიექტზე, რომელიც სჭირდება ევროკავშირს და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. სწორედ ამიტომაც ჩამოდიან ნელ-ნელა ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისში, რათა თავადვე გამოასწორონ ის დაპაუზებული ურთიერთობები, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.
ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი თვითონ ევროკავშირმა შეაჩერა და ეს გააკეთა 2024 წლის ივნისში. ამას არც მალავს არავინ. შესაბამისად, დღეს გვექნება ამ პროცესების რეანიმაციის და რენესანსის მცდელობა, რომელიც წყალივით ჭირდება ევროკავშირს. ამიტომ, საქართველომ ძალიან მოთმინებით, ღირსებით და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობით უნდა შეხედოს ამ ყველაფერს.
ეს ერთი და არის მეორე ძალიან საინტერესო საკითხი რუსეთთან მიმართებით. ევროკავშირის გააქტიურებამ გამოიწვია რუსეთის ოფიციალური წრეების გაღიზიანება და ეს გასაგებია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რუსეთის ამ ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკების წინაპირობის არსებობა. მოსკოვიდან არ ისმის არაფერი - არც საკუთარი შეცდომის აღიარება და არც პრეცედენტული ან საკომპრომისო ვარიანტის შემოთავაზება საქართველოსთვის. არადა, ყველამ ძალიან კარგად იცის სად არის ეს ჩიხი, რომელიც არ გვაძლევს თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საშუალებას. მითუმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს იგივე ჰოლანდიის კუნძულების და ფინეთის ურთიერთობებში, ასევე, ჰონკონგის და პეკინის ურთიერთობებში.
მაგრამ არაფერ ამაზე არ მოდის მოსკოვი და სანამ არ მოდის, უნდა ახსოვდეს ჟირინოვსკის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო მაინც დაუბრუნდება რუსეთს, ოღონდ მუხლებზე ხოხვით. მუხლებზე ხოხვით არც მოსკოვს დავუბრუნდებით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული. მოსკოვმა დაინახა, რომ საქართველო ძლიერდება, როგორც სუბიექტი და გეოეკონომიკის ცენტრად იქცევა და რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონა, იმიტომ, რომ მას სჭირდება სუსტი საქართველო, ობიექტად ქცეული საქართველო, რომელიც თურმე მუხლებზე ხოხვით უნდა დაუბრუნდეს დიად იმპერიას. არ იქნება ეს და ვერ იქნება," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება