,,Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობა იმის ნიშანია, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა''- დავით ქართველიშვილი
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია" და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
მისი თქმით, Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობა იმის ნიშანია, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა და ახლა ის აღიქმება, როგორც იურისდიქცია, სადაც რისკები არ გამქრალა, მაგრამ გახდა მართვადი.
„ეს ისტორიული პარალელი რომ არ გავიხსენოთ, საქართველოში დაანონსებული Trump Tower-ის მშენებლობა თავის ისტორიულ ელფერს დაკარგავს. ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში თავად დონალდ ტრამპმა დააანონსა Trump Tower-ის პროექტი საქართველოში, თუმცა იმდროინდელმა პოლიტიკურმა კონფიგურაციამ და რისკების პროფილმა, ამ იდეის რეალიზებას ხელი შეუშალა. შესაძლოა იმდროინდელი ბაზარი საინტერესო იყო, მაგრამ სისტემა, სარისკო და არასაკმარისად პროგნოზირებადი. ბიზნეს გათვლამ და კაპიტალმა მაშინ პაუზა აიღო და ეს იყო მსხვილი ინვესტორის კლასიკური ქცევა, რომელიც არ შედის არასტაბილური წესების მქონე იურისდიქციებში.
დღეს კი სურათი საპირისპიროა. რეგიონული ტურბულენტობის ფონზე, როდესაც ჩრდილოეთიც და სამხრეთიც სხვადასხვა ტიპის კრიზისებშია ჩართული, თბილისი აღიქმება იშვიათი ბალანსის წერტილად - არა დეკლარირებულ, არამედ პრაქტიკულ ჭრილში: ტრანზიტი მუშაობს, ინვესტიციები მატულობს, ეკონომიკა იზრდება, ფინანსური ნაკადები არ წყდება. სწორედ ამ მომენტში ბრუნდება ქვეყანაში ტრამპის ბრენდი, უკვე არა როგორც ჰიპოთეზა, არამედ როგორც კონკრეტული საინვესტიციო ნაბიჯი, რომელსაც საჯაროდ აცხადებს ერიკ "დონალდის ძე" ტრამპი. ეს არის მთავარი ინდიკატორი: კაპიტალი მიდის იქ, სადაც შესაძლებელია შემოსავლის მიღება მართვადი რისკების პირობებში.
საკვანძო აქ არის არა თვით „ლამაზი პროექტი", არამედ ცვლილება ქვეყნის აღქმაში. კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული, ხოლო Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება. თუ ადრე საქართველო განიხილებოდა, როგორც პოტენციურად საინტერესო, მაგრამ არასტაბილური პლატფორმა, ახლა ის დე-ფაქტო ფიქსირდება, როგორც ფუნქციონირებადი ჰაბი. და ეს ხდება არა იდეალური სიმშვიდის პირობებში, არამედ პირიქით, რეგიონული ზეწოლის ფონზე.
პარადოქსულად, სწორედ გარე ქაოსი ზრდის შიდა სტაბილურობის ფასს: კონტრასტზე ის ძვირდება და შესაბამისად, უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტიციებისთვის. აქედან გამომდინარეობს მკაცრი, მაგრამ პოზიტიური დასკვნა: Trump Tower-ის იდეასთან დაბრუნება ათწლეულზე მეტი დროის შემდეგ არ არის ძველი პროექტის გამეორება, ეს არის მისი ხელახალი შეფასება ახალ დონეზე. ეს არის სიგნალი, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა და ახლა აღიქმება როგორც იურისდიქცია, სადაც რისკები არ გამქრალა, მაგრამ გახდა მართვადი. ხოლო გლობალური კაპიტალისთვის ეს არის მთავარი კრიტერიუმი, არა პრობლემების არ არსებობა, არამედ მათი კონტროლის და კონკურენტულ უპირატესობად გარდაქმნის უნარი," - წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის - გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
,,EMAAR-ის შემოსვლა ინდიკატორი გახდა, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა''- ლევან მაჭავარიანი
,,Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობა იმის ნიშანია, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა''- დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა