,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი

 

ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინედ წაიკითხონ ეს წერილი და გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოადგება თავად ევროკავშირს და გამოადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, თუ პაველ ჰერჩინსკიმ 9 მაისთან დაკავშირებით მისი წერილი ბრიუსელში გააგზავნა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა.

„ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს. უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი. ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს და უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება.

მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას ევროკავშირში, საქართველოსგან ნუ ქმნიან მტრის ხატს, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით. ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როდესაც მთელი ქვეყნისგან ცდილობ, შექმნა მტრის ხატი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მისი წერილის ერთ-ერთი საკითხი ასევე იყო ევროპის დღის გამიჯვნა, ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან.

„ვთქვი, რომ სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩისგან ევროპის დღის ხსენება იმ 300 ათასი ქართველის წვლილისა, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ ევროპა დღეს იყოს ისეთი, როგორიც არის - ფაშიზმისგან თავისუფალი.

არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და 300 ათასი ქართველი, რომელმაც თავისი სიცოცხლე დადო ფაშიზმისგან თავისუფალი ევროპისთვის. სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე. მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით - ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც ერთი მხრივ, არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც სხვადასხვა ხალხმა გაიღო და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს. როდესაც აღინიშნება რაღაც დღე, როდესაც ხარ სტუმარი, როდესაც შენი მასპინძელი იმ დღეს, 9 მაისს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 300 ათასი დაღუპული ქართველის ხსოვნას მიაგებს პატივს, როდესაც სტუმარი ასე იქცევი, რომ შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან და არც კი ახსენებ, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს, რა თქმა უნდა, ეს არ ჯდება არანაირ გაგებაში, როგორც უნდა იქცეოდეს სტუმარი სხვა ქვეყანაში.

 

ვფიქრობ, ეს აჩვენებს, იმას, რომ არის მცდელობა, გადაფარონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ჩაანაცვლონ და ამით წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია სამამულო ო,თან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, თუკი ეს ასეა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის ევროპის დღე მიულოცა და ევროპული ფასეულობები შეახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა გასულ წელს დიპლომატის მიმართვას და იმედი გამოთქვა, რომ ამ 9 მაისს მაინც დაფასდებიან ის ქართველები, რომლებიც ფაშიზმისაგან თავისუფალ ევროპას შეეწირნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი „რუსულია", რვა მაისი „ევროპული"; რომ თითქოს, ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან „რუსულ", ან „ევროპულ" ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე".

 

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა