,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი

 

სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და უკვე ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ არის მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და სხვა დღეებით ჩაანაცვლონ.

„ჩემი წერილი, ასევე, ეხებოდა ევროპის დღის გამიჯვნას ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან. შარშან ვერ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩისგან იმ 300 000 ქართველის წვლილზე, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ დღეს ევროპა იყოს ისეთი, როგორიც არის, ფაშიზმისგან თავისუფალი. არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და უკვე ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც გაიღეს სხვადასხვა ხალხმა.

როცა რაიმე დღე აღინიშნება ქვეყანაში და შენ ხარ სტუმარი, სტუმარი შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან და არც კი იხსენებ, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს, ეს არ ჯდება არანაირ გაგებაში. ეს აჩვენებს იმას, რომ არის მცდელობა, გადაფარონ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არის სამამულო ომთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა