შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია

მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის რესპუბლიკას ვსტუმრობ. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგა რიხარდ რაშისთან. მახსოვს ჩვენი წინა შეხვედრა, რომელიც გასულ წელს ჟენევაში, პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში შედგა. ამ შეხვედრამ ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგს დამატებითი ძლიერი იმპულსი მისცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაშისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სლოვაკეთში დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო კავშირების შემდგომი განვითარებისადმი ერთგულებას რთული გლობალური გარემოს ფონზე, სადაც პარტნიორობა და ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„გამოვხატე სლოვაკეთის მიმართ ჩვენი მადლიერება საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. შეხვედრისას აღვნიშნეთ მაღალი დონის გაცვლების მზარდი ინტენსივობა, რაც ნათლად წარმოაჩენს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას. საქართველო მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებების ინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, სადაც დიალოგი და გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში. სრულად ვუჭერთ მხარს აქტიურ საპარლამენტო კავშირებს საპარლამენტო ადმინისტრაციებს, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც აღინიშნა, ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ევროპული ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის გამოცდილებას.

„შეხვედრისას, ასევე, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გავუსვით კონსტრუქციული დიალოგისადმი ჩვენს ერთგულებას. მადლიერებას გამოვხატავთ სლოვაკეთის მზადყოფნისთვის, გაგვიზიაროს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება. და ბოლოს, ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონული დაძაბულობების შემცირებისკენ, ზედმეტი ომების თავიდან აცილებისკენ და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოებების შემდგომ განვითარებას, ჩვენი ხალხების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევას. მადლიერები ვართ ეროვნულ საბჭოში გულთბილი მასპინძლობისთვის. მზად ვართ, მომდევნო წლებში გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ