მიხეილ ყაველაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
როგორც ყაველაშვილი აცხადებს, შიო მესამეს წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან. მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი", - წერს ყაველაშვილი.
მსგავსი სიახლეები
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
მიხეილ ყაველაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება
პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ტრაგიკული ადამიანი, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი -პრემიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy
ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
"სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი"
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,