"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება

 

"გვირილას" დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში დაიწყებს კამპანიას, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სოციალური ბარათის მფლობელთათვის ფასდაკლება გავრცელდება სააქციო პროდუქტებზეც.

"რამდენიმე დღეში სერიოზულ კამპანიას დავაანონსებთ. ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, თამბაქოს გარდა. "გვირილა" ისედაც მიმდინარე პროცესშიც წამყვან პროდუქტებზე ძალიან დაბალი ფასით გამოირჩევა. მინუსზეც ვმუშაობთ ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა: შაქარი, ზეთი და ა.შ. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ყველა პროდუქტზე იქნება 10%-იანი ფასდაკლება, სააქციოზეც და არა სააქციოზეც. სააქციოს კიდევ 10% დააკლდება. ნებისმიერ პროდუქტზე შეძლებენ სოციალური ბარათით ყიდვას. "ლიბერთისთან" ვმუშაობთ და პროგრამული ინტეგრაცია მიდის. ალბათ, 5 დღეში პროექტი ჩაეშვება. ჩვენ ეს ჯგუფი გამოვარჩიეთ, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება სჭირდება და ნაკლები აქვთ შემოსავალი. შეზღუდვა იქნება მხოლოდ ის, რომ ამ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები და არ ისარგებლოს მებითუმე ადამიანმა. ნებისმიერი სააქციო პროდუქტი გავა ზარალში ამ პროექტის შემდეგ და ამიტომ ეს პირდაპირ მიმართული იქნება ჩვეულებრივ მომხმარებელზე. რომ დავინახავთ, რომ 20-30 ზეთი მიაქვს ერთ ადამიანს, მოლარე არ გასცემს ამას. თაროებზეც გავაკეთებთ ასეთ პროდუქტებზე მითითებას, რომ მაგალითად: სოციალური ბარათით მაქსიმუმ შეიძლება 10 ცალის შეძენა", - განაცხადა ლაშა ჩოჩელმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან
ვინ იყვნენ შიო I და შიო II
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
შიო მესამე - გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს
შიო მესამე - ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს ზნეობრივ ფასეულობებს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი
შიო მესამე - გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვიქცეთ, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას
შიო მესამე - ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში, ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს