თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, ხოლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის მშენებელი 30 000 ლარით დაჯარიმდა

როგორც მერიაში აცხადებენ, სამშენებლო პროცესის შეჩერების დადგენილება ძალაში დარჩება უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე.

„დანელიას ქუჩაზე მშენებლობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე დააჯარიმა 30 000 ლარით.

ვაკის რაიონში N01.14.05.009.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 მარტის N7832707 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.

მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 6 მარტიდან 2029 წლის 6 მარტის ჩათვლით. (დამკვეთი: „იდეა პანორამა 2" (ს/ნ 405606045)). მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება. გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა საქართველოს მთავრობის 27.05.2014 წლის N361 დადგენილება „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ", სამსახურმა სამართალდამრღვევი პირის მიმართ 2026 წლის 13 მაისს მიიღო N003980 დადგენილება 30 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

ასევე, სამშენებლო პროცესის შეჩერების დადგენილება (N შ-150/26 13.05.2026 წ.), რომელიც ძალაშია მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. კერძოდ, საჭიროა შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ფერდის მდგრადობა და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. ასევე, გამაგრების სამუშაოების დასრულების შემდგომ, სავალდებულოა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნება განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა ფერდის გამაგრების პროექტთან და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება", - აღნიშნავენ მერიაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან
ვინ იყვნენ შიო I და შიო II
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
შიო მესამე - გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს
შიო მესამე - ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს ზნეობრივ ფასეულობებს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი
შიო მესამე - გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვიქცეთ, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას
შიო მესამე - ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში, ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს