,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი

 

ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს.

 

„დღეს, 17 მაისს, ჩვენ განსაკუთრებულ დღესასწაულს - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა, როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი. მანვე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.

 

„ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის როლი. დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში. მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

 

„ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ის წმინდა სივრცე, სადაც სიყვარული, ერთგულება და თაობათაშორისი კავშირი ცოცხლობს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! ღმერთმა დალოცოს, გაამრავლოს და გააძლიეროს ყოველი ქართული ოჯახი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო -საქართველო!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება
საგარეო უწყება - ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებს, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას აბრკოლებს
,,ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას''- ანდრეი სიბიგა
რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-