მამუკა მდინარაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით.
„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა. მან მაშინ მკაფიოდ აღნიშნა, რომ გარკვეული გარეაქტორების მხრიდან, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა, რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო აზრთა მრავალფეროვნება, არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა. ამის ნაცვლად, გარეძალების მიერ წახალისებული იყო დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესს თან დაერთო როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში შეურაცხმყოფელი და აგრესიული რიტორიკის დამკვიდრება, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთგვარი სტანდარტი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ამავდროულად კი, მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე ამ მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება -მამუკა მდინარაძე 26 მაისის აქციაზე
მამუკა მდინარაძე - გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რომ შუღლი, სიძულვილის ენა იქნას უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, თავისუფალ დისკუსიას პრობლემა შეექმნას
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება
ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მამუკა მდინარაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება
ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება
საგარეო უწყება - ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებს, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას აბრკოლებს
,,ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას''- ანდრეი სიბიგა
რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა