მამუკა მდინარაძე - გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რომ შუღლი, სიძულვილის ენა იქნას უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, თავისუფალ დისკუსიას პრობლემა შეექმნას

მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უარყოფილი იყოს შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, სამმართველო შექმნას იმ თეორიულად მისაღებ ვადაში, რაც სჭირდება ფორმალური თვალსაზრისით ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას. ამიტომ, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უარყოფილი იყოს შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. პირადად მე ბოლომდე ვიქნები დაინტერესებული და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ, რომ ჩვენი საზოგადოებისგან მაქსიმალურად განდევნილი იყოს ბრძოლის ერთგვარი იარაღი, რომელიც პოლარიზაციის გაღვივებაში გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმე ცდილობს, პოლარიზაცია, ერთი მხრივ, გამოიყენოს იმის იარაღად, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გახლიჩოს და ამ საზოგადოების გარედან მართვა უფრო იოლი იყოს, ხოლო ამის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენებენ სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელ ენას, ეს იქნეს უარყოფილი და ამას ვებრძოლოთ. შეიძლება დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა ამის გარეშე. მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას. ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში დავუპირისპირდებით ქმედითი, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებსაც, თავის მხრივ, უკვე საკანონმდებლო ბაზა აქვს. ამის აღსრულებას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება -მამუკა მდინარაძე 26 მაისის აქციაზე
მამუკა მდინარაძე - გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რომ შუღლი, სიძულვილის ენა იქნას უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, თავისუფალ დისკუსიას პრობლემა შეექმნას
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება
ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მამუკა მდინარაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება
ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება
საგარეო უწყება - ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებს, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას აბრკოლებს
,,ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას''- ანდრეი სიბიგა
რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა