ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად.
ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის" - კიდევ უფრო აქტუალურია.
მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია.
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ!,- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს
იტალიის ელჩი - იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ
აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება