თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
აშშ და საქართველო ადასტურებენ ერთსა და იმავე მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ თავისუფლება ვერ გადარჩება მორალური საფუძვლების გარეშე და რომ ძლიერი საზოგადოებები ღირსებასა და მადლზეა აგებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
მისი თქმით, ქართულ-ამერიკული კავშირი არა მხოლოდ დიპლომატიური ან სტრატეგიულია, არამედ უფრო ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება.
„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, დიდი პატივი და კურთხევაა დღეს საღამოს თქვენი მასპინძლობა. საქართველოში გვაქვს ძველი გამონათქვამი: სტუმარი ღვთის საჩუქარია და ზუსტად ასე ვგრძნობ თავს დღეს. პრივილეგიაა ჩვენი ერის დამოუკიდებლობის დღისა და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშვნა.
ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გადმოცემულ დამოუკიდებლობის დღის მილოცვებს და ასევე სრულად იზიარებენ ამ გზავნილებში გამოთქმულ მხარდაჭერასა და ხედვას.
ეს წელი წარმოადგენს განახლებულ შესაძლებლობას ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის კავშირების გასაძლიერებლად, ჩვენი დიდი ერების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და საერთო მისწრაფებების წინსვლისთვის. ეს არის რაღაც ღრმად სიმბოლური. ამ წლის სულისკვეთებას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორი ქვეყნისთვის.
შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს როდესაც უახლოვდება, საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მემკვიდრეობა და გაიხსენა მისი მარადიული გზავნილი: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი".
ეს ხედვა ეხმიანება დიდი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ დიდი ხნის განმავლობაში გამოთქმულ ღირებულებებს. პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა აღნიშნა, რომ თავისუფლება ყვავის, როდესაც რელიგია ცოცხალია და ღვთის წინაშე კანონის უზენაესობა აღიარებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგრამ საოცრად მსგავსი სულისკვეთებით, ორივე ქვეყანა ადასტურებს ერთსა და იმავე მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ თავისუფლება ვერ გადარჩება მორალური საფუძვლების გარეშე და რომ ძლიერი საზოგადოებები ღირსებასა და მადლზეა აგებული.
ძვირფასო მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ ის, რაც პირადად შევნიშნე ელჩად ყოფნის დროს. ეს არის ის, რამდენად ჰგავს ჩვენი ორი ერი ერთმანეთს თავიანთი დინამიკური ხასიათით, გასაოცარი უნარით, ხელახლა შექმნან საკუთარი თავი სირთულეების წინაშე, არასდროს დანებდნენ რთულ დროს და მუდმივად გამოვიდნენ უფრო ძლიერები გამოწვევების გადალახვაში.
მდგრადობაზე საუბრისას, არ შემიძლია, არ მივაგო პატივი დღეს ჩვენ შორის მყოფ გმირებს, მათ, ვისი ყოფნაც ამ ოთახში გვახსენებს მშვიდობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ნამდვილ ფასს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ამ მისწრაფებაში მხარდამხარ დგომის ღრმა ტრადიცია აკავშირებთ. ეს კავშირი, რომელიც საერთო მსხვერპლზეა დაფუძნებული, ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საფუძვლად რჩება.
ამ სულისკვეთებით, ჩვენ გამოფენას ვუძღვნით აშშ-ში მცხოვრები ქართველების ცხოვრებისა და მიღწევების წარმოჩენას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ულამაზესი ქვეყნის განვითარებაში. მათი ისტორიები გვახსენებს, რომ ქართულ-ამერიკული კავშირი არა მხოლოდ დიპლომატიური ან სტრატეგიულია, არამედ უფრო ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება.
ამ ერთიანობის გათვალისწინებით, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ორივე ქვეყნისა და, ზოგადად, კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს
იტალიის ელჩი - იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ
აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება