გიორგი ზურაბაშვილი - მზად ვართ, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ბაზრების, ადამიანებისა და იდეების დამაკავშირებელი სასიცოცხლო ხიდის როლს ასრულებს იმ დროს, როდესაც მრავალი ტრადიციული მარშრუტი მზარდი გაურკვევლობის წინაშე დგას, შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კრიტიკულ გზად იქცა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა აშშ-ში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
მისი თქმით, ენერგეტიკული მილსადენები, რკინიგზა, მაგისტრალები, პორტები და შავი ზღვის კავშირები საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეუცვლელ კავშირად აქცევს.
„საერთაშორისო კონსორციუმებთან ერთად, ნავთობისა და გაზის მილსადენები დასავლეთს საჭირო ენერგორესურსებით ამარაგებს. ჩვენი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ენერგეტიკის დივერსიფიკაციას, ტრანსპორტირებას, რეგიონულ სტაბილურობას და უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოებას. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ ერთი ფასდაუდებელი აქტივი აქვს - მისი დადასტურებული საიმედოობა. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილის გადმოცემა მინდა თქვენთვის. მე მჯერა, რომ ეს გზავნილი იმსახურებს არსებობას, პირადად გადაცემას მეგობრებსა და პარტნიორებს შორის, რომლებსაც საერთო მიზანი აქვთ. საქართველო იყო, არის და დარჩება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი.
საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ზურაბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
გიორგი ზურაბაშვილი - მზად ვართ, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
მიხეილ სააკაშვილი - გვინდა, გადავრჩეთ? შევიარაღდეთ, შევქმნათ ახალი ჯარი, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს