მკვლევარებმა მიკროპლასტიკური ნაწილაკები ფერმერების შინაური ცხოველების ხორცში, სისხლში და რძეშიც აღმოაჩინეს

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მკვლევარებმა მიკროპლასტიკური ნაწილაკები ფერმერების შინაური ცხოველების ხორცში, სისხლში და რძეშიც აღმოაჩინეს“ (ავტორი - დემიან ქერინგტონი).

 

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიკროპლასტიკის, მათ შორის პოლიეთილენისა და პოლისტიროლის ნაწილაკები ჰოლანდიელთა ფერმების ცხოველთა ხორცში, სისიხლში და რძეში აღმოაჩინეს.

 

მკვლევარებმა ექსპერიმენტის დროს ძროხებისა და ღორების სისხლის 12-12 ნიმუში გამოიკვლიეს და ყოველ სინჯში მიკროპლასტიკა იპოვეს, მათ შორის პოლიეთილენი და პოლისტიროლი. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები რძის 25 სინჯიდან 18-ში აღმოჩნდა. რძის სინჯები აღებული იქნა როგორც უშუალოდ ფერმებში ძროხების მოწველის შემდეგ, ასევე სუპერმარკეტებში, მუყაოს ყუთებში ჩასხმულ რძიდან. ასევე მიკროპლასტიკს შეიცავდნენ საქონლის ხორცის 7 სინჯი 8-დან და ღორის ხორცის 5 სინჯი 8-დან. მიკროპლტიკის ნაწილეკები იპოვეს აგრეთვე საქონლის გრანულისებურ საკვებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიეთილენი და პოლისტიროლი ცხოველების ორგანიზმში სწორედ საკვებისაგან მოხვდა.

 

გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება იყოს ის პლასტიკური შეფუთვა, რითაც საქონლის საკვები იყიდება. მართალია, ცხოველურ პროდუქტებში აღმოჩენილი პლასტიკის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში კონკრეტულად ჯერ-ჯერობით უცნობია, მეცნიერები მაინც შეშფოთებულნი არიან - ლაბორატორიულ პირობებში პლასტიკური ნაწილაკები ადამიანის უჯრედების დაზიანებას იწვევენ. ასევე შემაშფოთებელია პლასტიკით გაჭუჭყიანებული ჰაერის მოცულობის ზრდა, რომლის გამოც მილიონობით ადამიანი იღუპება. როგორც „გარდიანი“ წერს, გარემოში უდიდესი რაოდენობით პლასტიკური ნაგავი იყრება, რის შედეგადაც თითქმის მთელი დედამიწა დაბინძურებულია - ევერესტის მთის სიმაღლიდან დაწყებული, ოკეანის კილომეტრებიან სიღრმემდე. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანები პლასტიკის მიკრონაწილაკებს საკვებთან, წყალთან და ჰაერთან ერთად იღებენ.

 

პლასტიკის შემცველობის ტესტირება მიმდინარე წელს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნიდერლანდებში გაკეთდა, მაგრამ შარშან, 2021 წელს, ის აღმოჩენილი იქნა საფრანგეთშიც და შვეიცარიაშიც - როგორც მაღაზიებში ნაყიდ, ისე ფერმერულ რძეში. ეკოლოგიური ორგანიზაციის - Plastic Soup Foundation-ის წარმომადგენლის მარია ვესტერბოსის განცხადებით, „ცხოველთა საკვები მსოფლიოში მკაცრად უნდა იქნეს დაცული პლასტიკური ნაწილების მოხვედრისაგან, რომლებიც შემდეგ ადამიანთა ორგანიზმშიც აღწევენ. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასაც ნიშნავს“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“