"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“

„აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დრო ახლოვდება. ამერიკის მმართველ წრეებს რუსეთზე გამარჯვება ჭირდებათ: უკრაინის ფაქტორმა მათი იმედები ვერ გაუმართლა, ამიტომაც ჯო ბაიდენის „პატრონები“ სხვა სვლას აკეთებენ - მათ მიზნის მიღწევა თურქეთის დახმარებით სურთ. მაგრამ ანკარა არ დათანხმდება ისეთივე „სასარგებლო პაიკი“ გახდეს, როგორიც დღეს უკრაინაა“, - ნათქვამია თურქული გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - მელიხ ალტინოკი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

ჯო ბაიდენი მარიონეტია აშშ-ის „ნამდვილი მმართველების“ ხელში. იგი ისეთი პერსონაჟი არ არის, როგორიც დონალდ ტრამპი იყო. ჯო ბაიდენი დღევანდელი ფინანსური მაგნატების მართვადი წარმომადგენელია, რომლის კანდიდატურა წინა არჩევნებში სასწრაფოდ იქნა წამოყენებული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - იმ პრეზიდენტისა, რომლის მმართველობის დროს ამერიკას არავის მიმართ არ დაუწყია ომი, სხვებისაგან განსხვავებით.

 

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ყოველ გადაწყვეტილებაა მისი „თანაშემწეები“ ამტკიცებენ, კამალა ჰარისის ხელმძღვანელობით. არცთუ იშვიათად, ისინი პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის ზეპირ გამოსვლებსაც ასწორებენ ხოლმე... სხვათა შორის, ამ მხრივ ჯო ბაიდენი ცვენს ქემალ ქილიჩდაროღლუს შეგვიძლია შევადაროთ, რომელსაც ჩანაწერების გარეშე ნორმალური ლაპარაკი არ შეუძლია - ვაითუ რამე ისეთი წამომცდესო...

 

ამიტომაც, ასეთ ფონზე არავის არ აკვირვებს ის, თუ რა გაუკეთა ჯო ბაიდენმა ქვეყანას, რომელიც მან დონალდ ტრამპისაგან მიიღო - უმუშევრობის დონე თითქმის ნოლამდე იყო დაწეული და პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა განუხრელად მატულობდა.

 

ამჟამად ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება - მიმდინარეობს ბანკების გაკოტრების პროცესი. რამ უნდა „უშველოს“ ამერიკას არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში? ალბათ, უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანამ: ბორბლები უნდა ტრიალებდეს, ქვაბში წყალი უნდა დუღდეს, ფრონტზე ბრძოლები უნდა მიდიოდეს... მაგრამ სწორედ აქ შევიდა ამერიკა ჩიხში. რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტის გახსნაა საჭირო. მაგალითად, თურქეთის მხრიდან...

 

თურქეთი შავი ზღვის სრუტეებს აკონტროლებს და თუ დღევანდელი ხელისუფლება [14 მაისის არჩევნებში დამარცხდება], ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იქნება განწყობილი. სირიის ხელისუფლებაში ქურთისტანის მუშათა პარტია მოვა - ე.წ. „სახალხო თავდაცვის რაზმები“, რომლის მიმართაც ოპოზიციური კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გაკვირვებას გამოხატავს: „განა ისინი ჩვენზე თავდასხმისათვის ემზადებიან?“.

 

თურქი ოპოზიციონერები, მაგალითად მერალ აშქენერი, „კარგი პარტიის“ ლიდერი, ამბობენ, რომ თურქეთი უნდა შეუერთდეს იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენს მეზობელს - რუსეთს - ამერიკამ დაუწესა. გასაგებია, რომ ოპოზიცია რეჯეფ ერდოღანს ასეთ ავანტიურაზე წასვლას  ვერ აიძულებს, თუნდაც ხელისუფლების დაკარგვის ფასად.

 

აშშ-ის მიმართ რეჯეფ ერდოღანის პოზიცია ნათელია. პრეზიდენტისთვის გასაგებია, რომ იმ ამერიკანოფილებმა, რომლებიც 2015 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დასჯას გადაურჩნენ, მოგვიანებით თავიანთი ფერი შეიცვალეს და ახლა „კეთილ განზრახვების“ დემონტრაციას ახდენენ. თურქეთის ლიდერმა ეს ყველაფერი ყველა ჩვენგანზე უკეთესად იცის.

 

ასევე აშკარაა, რომ ამერიკანოფილებს არ შეუძლიათ, სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი, იმ უნიკალური ბალანსის დარღვევა, რომელიც თურქეთს ლიდერმა წლების განმავლობაში შექმნა და რომელსაც გაეროც კი იძულებული გახდა აპლოდისმენტებით შეხვედროდა. თურქეთის არმიამ, აშშ-ის დაზვერვის აგენტების თავიდან მოშორების შემდეგ, თავისი ძლიერება აღიდგინა და უპირველეს ფუნქცია დაიბრუნა - დაიცვას თურქი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ტრანსსასაზღვრო ოპერაციების მეშვეობით. და ამ დროს ოპოზიცია პარლამენტში ამ ოპერაციების წინააღმდეგ გამოდიოდა და გაჰყვიროდა - „რად გვინდა ეს?“.

 

დიახ, ამერიკაში ვარაუდობენ, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ანტიერდოღანულად განწყობილი კოალიცია - „ექვსეული თუ შვიდეული“ მოვა, მაგრამ ისინი თავისას არჩევნების შედეგებითაც კი ვერ მიაღწევენ.

 

მჯერა, რომ პატრიოტულად განწყობილი თურქი მოსახლეობა, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიულობის მიუხედავად, ხმის მიცემის დროს არ დაეთანხმება თურქეთის გადაქცევას „სასარგებლო პაიკად“, უკრაინის მსგავსად. თურქეთი უკრაინა არ არის.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“