„ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დემოკრატების უმრავლესობას 2024 წელს პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხილვა აღარ სურთ“

ამერიკულ პრესაში, კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს, გააქტიურდა დისკუსია დემოკრატიული პარტიის პერსპექტივის შესახებ - შეინარჩუნებენ თუ არა „ვირები“ უმრავლესობას კონგრესში (სენატში და წარმომადგენელთა პალატაში). დისკუსია არის გაჩაღებული აგრეთვე დემოკრატ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ირგვლივაც - რამდენად შესაძლებელია მეორე ვადით - 2024 წელს - პრეზიდენტად მისი არჩევა?

 

გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დემოკრატების უმრავლესობას 2024 წელს პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხილვა აღარ სურთ“ (ავტორი - შეინ გოლდმახერი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 

ჯო ბაიდენი თავის თანაპარტიელებში სკეპტიციზმის საგანგაშო დონის წინაშე დგება: დემოკრატი ამომრჩევლების 64%-მა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათთვის სასურველი იქნებოდა სხვა კანდიდატის ხილვა, ვიდრე ჯო ბაიდენისა. ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამერიკელთა მხოლოდ 33% იწონებს.

 

ამერიკელთა ნეგატიური განწყობა გამოწვეულია ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციით - მაღალი დონის ინფლაციით, გაძვირებით და ა.შ. დარეგისტრირებული ამომრჩევლების სამ მეოთხედზე  მეტი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასწორი მიმართულებით მიდის, „პესიმისტური განწყობები სულ უფრო მეტ ამერიკელს ეუფლება ქვეყნის ყველა კუთხეში, საზოგადოების ყველა ფენებში - ასაკობრივ და რასობრივ ჯგუფებში, ქალაქებში და სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებში“.

 

ასეთი განწყობის გამო ამერიკელებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი ძალიან სახიფათო ნიშნულამდე დაეცა. მის საქმიანობას ქვეყნის მეთაურის პოსტზე არ იწონებს არამარტო რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატების მომხრეთა ორი მესამედი.

 

დემოკრატებს შორის ჯო ბაიდენის პოპულარობა 70%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად ითვლება პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინა პერიოდში. მისი კანდიდატურის მეორედ ვადით წარდგენას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ 26% იწონებს, რაც ჯო ბაიდენის ელექტორალური ბაზის - ამომრჩევლების ღრმა იმედგაცრუებას ადასტურებს.

 

თვითონ ჯო ბაიდენს ადრეც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ თავის კანდიდატურას მეორე ვადით აუცილებლად წარადგენს. არადა, იგი უკვე 79 წლისაა და ამრიგად, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მოხუც, ყველაზე მხცოვან პრეზიდენტად ითვლება. კაცმა რომ თქვას, სწორედ პრეზიდენტის ასაკი იწვევს დემოკრატ ამომრჩევლებში ყველაზე მეტ ნეგატიურ ასოციაციებს და ამიტომ ისინი მოითხოვენ, რომ პარტიამ ჯო ბაიდენს ალტერნატივა მოუძებნოს.

 

ჯო ბაიდენის კანდიდატურა ყველაზე მიუღებლად ახალგაზრდა ამომრჩევლებში ითვლება - 30 წლამდე გამოკითხულების 94%-მა აღიარა, რომ მათ სხვა პრეზიდენტობის კანდიდატის ხილვა სურთ.

 

რეკორდული ინფლაციის ფონზე ამომრჩეველთა 75% აცხადებს, რომ მათთვის ამჟამად ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელსაც „კარგად“ და „საუკეთესოდ“ აფასებს მხოლოდ 6%, „ცუდად“ და „არადამაკმაყოფილებლად“ კი 93%.

 

თეთრი სახლი ცდილობს ამერიკელები დაარწმუნოს და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკის ისტორიაში „სამუშაო ადგილების ყველაზე სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს“, მაგრამ გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა უდიდესი სხვაობა ამ ტრაბახსა და რეალურ ფინანსურ-ეკონომიკურ სიტუაციას შორის, რომელსაც ამერიკელთა აბსოლუტური რაოდენობა საკუთარ თავზე გრძნობს. 

 

ამასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები ჯო ბაიდენს მცირე იმედსაც აძლევს: დემოკრატ-ამომრჩეველთა 92%ს შეუძლია დაივიწყოს თავისი ნეგატიური განწყობა და ხმა ისევ მოქმედ პრეზიდენტს მისცეს იმ შემთხვევაში, თუ მისი მეტოქე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იქნება.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“