მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 68.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 17.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 24.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29.1 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 31.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.8 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 4.6 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.9 პროცენტი — კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 36.7 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 284.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 13.5 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 783.5 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი. 2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.1 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა 33.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა. 2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.3 პროცენტი), ვაჭრობა (18.2 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.6 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: ქ. თბილისი – 66.1 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.6 პროცენტი; იმერეთი – 6.3 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.4 პროცენტი;  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი; კახეთი – 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3.





მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
თამარ იოსელიანი: "სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"
ილჰამ ალიევი - ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
"საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია"-თამარ იოსელიანი
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს