სოხუმის დაცემის დღეს თბილისში სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება
27 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდა-კუს ტბის საფეხმავლო ბილიკზე, საკენი-ჭუბერის გზისა და სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება.
სიმბოლური ლაშქრობა წელს მეორედ ტარდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საინიციატივო ჯგუფი „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“.
„32 წლის წინ, უამრავმა ადამიანმა თავის გადასარჩენად საკენი-ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოიარა და ასე დატოვა აფხაზეთი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ყინვასა და სიცივეში, საკვებისა და მიზერული პირობების გარეშე მოუწიათ ყოფნა. ამ გზაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილებმა მიიღეს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა.
27 სექტემბერს, „მეხსიერების ბილიკის“ მოწყობის მიზანია საკენი-ჭუბერის გზის გადააზრება და, ამ გზით, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისა და მათი მეგობრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ლაშქრობა ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მდებარე პარკიდან დაიწყება (საიდანაც იღებს სათავეს სალაშქრო ბილიკი) და კუს ტბაზე დასრულდება, სადაც გაიმართება ფინალური ღონისძიება ეთნიკურად აფხაზი თუ არააფხაზი სპიკერების მონაწილეობით. ასევე, გაიმართება ინსპირაციული სემინარი – „სახლი“.
შეკრების ადგილი: 13:00 საათი, ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მდებარე პარკი: (კოორდინატები)
ფინალური ღონისძიება: 17:00 საათი, კუს ტბა, „ცისკრის ტერასის“ მიმდებარე ტერიტორია“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მსგავსი სიახლეები
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
,,ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება'' - მეუფე შიო
2026 წლის ფერად Cloud Dancer-ი დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტო 7 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაცის ავრცელებს
7 დეკემბერი წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
"დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება"-კახა მასხარაშვილი
2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო -ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
"ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება" – მეუფე შიო
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე
გამოცხადდა 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგებo
4 დეკემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერის ამინდის პროგნოზი