მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღე სექტორის წარმომადგენლებს მიულოცა

"ტურიზმის სფეროს უკლებლივ ყველა წარმომადგენელსა და გულშემატკივარს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვულოცავ! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს - საერთაშორისო მოგზაურებს და ხელს უწყობთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენასა და პოპულარიზაციას. თქვენი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის," - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა. 

მილოცვაში მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დარგი დივერსიფიცირებულად ვითარდება და აქცენტი კეთდება ისეთ სამიზნე ქვეყნებზე, საიდანაც შესაძლებელია მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორის ჩამოყვანა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროპის, სპარსეთის ყურის და აზიის ქვეყნებს- აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიები, სტრატეგიული თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან და ავიახაზებთან, ისე წამყვან მედია საშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან. მინისტრის განცხადებით, შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები, განსაკუთრებით ტურიზმსა და ავიაციაში -  ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები. 

მინისტრის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის შედეგი, რომელიც ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალში - 4.4 მლრდ აშშ დოლარში აისახა. "ჩვენი პოლიტიკა სრულად ეფუძნება ტურიზმიდან მიღებული დანახარჯების ზრდას," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებსა და ახალ სამიზნე ნიშნულებზე. „მჯერა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და მდგრადი პოლიტიკის განხორციელებას, რათა ქვეყანამ სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი და კიდევ უფრო გაამყაროს ადგილი საერთაშორისო რუკაზე. დარგში მოღვაწე ადამიანების პროფესიონალიზმი დიდად განაპირობებს იმას, რომ საქართველოს, როგორც საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარობა ყოველწლიურად მატულობს. თანმიმდევრული პოლიტიკით და სწორი სამოქმედო გეგმით ჩვენ ტურიზმის განვითარების ახალ ნიშნულებს მივაღწევთ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და გისურვებთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს!" - აღნიშნა მილოცვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
"დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება"-კახა მასხარაშვილი
2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო -ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
"ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება" – მეუფე შიო
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე
გამოცხადდა 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგებo
4 დეკემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მინდა, აღვნიშნო უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში -ალან პერსელი
აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და მეუფე შიო მუჯირის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
„ბიბისის“ გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე