
რეალურად არ არსებობს დამხობის საქმე, არსებობს მხოლოდ ერთი დიდი აფერა უკიდურესად უსინდისო და უპასუხისმგებლო ადამიანების, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ათობით ადამიანი საერთოდ ტყუილად ზის დამხობის მუხლით ციხეში.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ, ფაქტია, ვიღაც ადამიანები დაემორჩილნენ და ჩათვალეს, რომ სწორი იყო მისვლა. რისი იმედით, როგორ, რანაირად? ფაქტია, არაფერი მზადდებოდა. ამ სიმულანტ რევოლუციონერებს ბოლოს 100 კაცი არ ჰყავდათ, რომელიც დაკავებისას გვერდზე იქნებოდა. უტვინოები არიან. ერთი შეცდომა ხომ დაუშვეს, რომ 50-ზე მეტი ოჯახი გააუბედურეს, ახლა მეორე შეცდომას უშვებენ. გამოვიდნენ და პატიოსნად თქვან, მოგატყუეთ, ხალხოო“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მართლმსაჯულება ყველა შემთხვევაში იქნება პოლიტიკური და შერჩევითი.
კითხვაზე, – „თქვენი პარტია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ასეთი შემთხვევისთვის ადამიანები დასაკავებლები იქნებოდნენ თუ არა?“ – ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა:
„რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი?“
ჩერგოლეიშვილის აზრით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანები დაკავებული უნდა იყვნენ არა დამხობის, არამედ სხვა მუხლით, მაგალითად, სახელმწიფო ქონების დაზიანების მუხლით.
„სხვა მუხლი. გაცილებით მსუბუქი მუხლი. მაგალითად, სახელმწიფო ქონების დაზიანება ან რაღაც ასეთი და არა დამხობა, რადგან არ არსებობს დამხობა. სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები, სრული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები



















