მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში, სვეტიცხოველში. მიწისა და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბრძანებულია უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღგვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ქართველებს საუკუნეების მანძილზე. ასევე, უფლის კვართია სწორედ ჩვენი ერისა და ქრისტიანობის განუყოფელი სიმბოლო. სწორედ უფლის კვართი იყო შთამაგონებელი წმინდა ნინოსთვის, რომ ჩამობრძანებულიყო საქართველოში და ექადაგა ქრისტიანობა. სწორედ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეოხებით გაქრისტიანდა ჩვენი ერი და მას შემდეგ, ასე მტკიცე და ურყევია ქრისტეს სიყვარულში.

მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, დღემდე მოვედით სწორედ ამ რწმენით. ამ რწმენაშია გათავისებული ჩვენი იდენტობაც, კულტურაც, წარმომავლობაც, სწორედ ქრისტიანობით არის შევსებული. ასევე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საქართველოში, ჩვენ ქართველები, სწორედ ჩვენი დედაეკლესიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობით ვართ ასე განმსჭვალული, რომ ასე ძლიერად ვართ წარმოჩენილი. უდიდესი ძალა აქვს ჩვენს სარწმუნოებას.

არ შემიძლია, არ ვახსენო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომლის მეოხებითაც სწორედ ვართ ასე მტკიცედ ქრისტეს რწმენაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.





მსგავსი სიახლეები
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ
ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს -ჯანდაცვის სამინისტრო
მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღე სექტორის წარმომადგენლებს მიულოცა
მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ენგურის ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულ ერთმანეთისადმი ნდობას-ლევან იოსელიანი
ცესკო-მ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა
თვალისა და ყურის ინფექციები – როგორ ვიცნოთ და როგორ ვიმოქმედოთ
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება -კახა კალაძე
ფერადი თავგადასავლების სივრცე - "ასკინკილა"
სოხუმის დაცემის დღეს თბილისში სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება
პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს