როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა  აისახება კანონში.

„ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის,  1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონიბით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. პროტესტი უნდა გამოხატონ კანონის ფარგლებში, რასაც არ აკეთებენ ისინი. როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ. საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50, 100 ან 300 კაცი  შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო  და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში. 
საუბარია საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. 
ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნების გამეორებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე. რა იყო აბსურდი, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი", -  განუცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის" ჟურნალისტს.




მსგავსი სიახლეები
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე
არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი-ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად, ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ჩვენი პასუხისმგებლობაა -ირაკლი კობახიძე
ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს, ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია“ დაამტკიცა.
ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა, ე.წ ექიმებო? -გიორგი გამსახურდია
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, ვაყენებთ საკითხს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ე.წ ევროინტეგრაციის პროცესს -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობას, უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს -კახა კალაძე
რვიანმა თავი ამოწურა - თამარ ჩერგოლეიშვილი
სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება - ლევან ხაბეიშვილი
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ -ევროპის სახალხო პარტია
ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც -ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის დღევანდელი განცხადება ადასტურებს -ირაკლი კობახიძე
სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი -პაატა მანჯგალაძე
ცხოვრებაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ, წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ - ირაკლი ნადირაძე
დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და რობოკოპებთან მივედი, აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო -პაატა ბურჭულაძე
რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, "ლელომ" შეცდომა გაანალიზოს - თინა ბოკუჩავა
მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას -ირაკლი კირცხალია