10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მარტოხელა ვერძებს ვურჩევთ ხალხმრავალ ადგილებში იტრიალონ. შესაძლოა, სწორედ აქ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თავბრუს დაგახვევთ და თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ეცადეთ სამსახურში დაწყებული საქმეები კოლეგებს შორის თანაბრად გაანაწილოთ, რადგან მოულოდნელი შემთხვევის გამო შეიძლება დასვენება ვერ მოახერხოთ.

ზოგი ვერძის მატერიალური მდგომარეობა არასტაბილური იქნება, რაც გარემო ფაქტორებით არის გამოწვეული. მეწარმეებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები ელით.

აკონტროლეთ რას და რამდენს მიირთმევთ, რადგან შეიძლება წონაში სწრაფად მოიმატოთ. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

კურო

ეჭვიანობის შეტევები, ემოციების ზღვა, ხმაურიანი კამათი და გულწრფელი აღიარება — ამ დღეს გრძნობები მაქსიმუმს აღწევს! არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა უსაფუძვლო ეჭვებით და პრეტენზიებით გაგაღიზიანოთ, მაგრამ უხეშად ნუ უპასუხებთ - ხვალ შეიძლება თავად მოგიბოდიშოთ.

სამსახურში ინიციატივა გამოიჩინეთ — ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობას აუცილებლად შეამჩნევს.

დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ თქვენი უნარები ყოფით ცხოვრებაში გამოიყენოთ, რათა სასურველ ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიოთ. ცუდი არაფერია იმაში, რომ საკუთარი გზით იაროთ და სხვის მითითებებს არ მიჰყვეთ.

თავი შეიკავეთ შიმშილობისგან. თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ, ეს ეტაპობრივად, ულუფების თანდათან შემცირებით უნდა გააკეთოთ.

ტყუპები

თუ ჯერ ისევ თავისუფალი ხართ, დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სრულიად შეცვლის თქვენს წარმოდგენას სიყვარულზე.

დაოჯახებულ ტყუპს ვარსკვლავები ჯრჩევენ, რომ დამშვიდდეთ და ვნებები დაიცხროთ, რადგან ამ დღეს ზედმეტი ემოციურობა პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

მოსალოდნელია ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემები — მსუბუქი დაღლილობა ან ზოგადი სისუსტე. ეცადეთ მძიმე შრომას მოერიდოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

ფინანსურ სფეროში სპონტანურ გადაწყვეტილებებს ერიდეთ - ჯობია, წინასწარ დაგეგმილ გეგმას მიჰყვეთ.

კირჩხიბი

ბოლო ურთიერთობამ შეიძლება დიდი იმედგაცრუება მოგიტანოთ — ადამიანი, რომელიც მოგწონთ, შეიძლება ის არ არის, ვინც გგონიათ. სამაგიეროდ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უფრო თბილი და მეგობრული გახდება.

ახლა ძალების აღდგენისა და წარსული შეცდომების გააზრების დროა — მიზნების მისაღწევად ეფექტური სტრატეგია მოამზადეთ! აქტიური მოქმედებებისა და ცვლილებების დრო მოგვიანებით დადგება.

ნანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ — შინაგანი ხმა გიკარნახებთ, რაში უნდა დააბანდოთ ფული, რომ მოგებაში დარჩეთ.

ჰიგიენის წესები არ უგულებელყოთ, რათა კუჭ-ნაწლავის დარღვევები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ქუჩის მოვაჭრეებისგან ტკბილეულის ყიდვას უნდა მოერიდოთ.

ლომი

დღევანდელი შეხვედრა დაგანახვებთ, რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ!

მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც მომავალში შეიძლება მნიშვნელოვან და სასარგებლო კავშირად იქცეს.

თუ ახლობლებთან ურთიერთობაში მცირე უთანხმოება გაჩნდა, მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ.

სცადეთ ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ და ეს უფრო მეტ შემოსავალს მოგიტანთ. გირჩევთ სავსე მთვარეზე ფინანსური რიტუალები შეასრულოთ — ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს.

მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, რადგან ამან შეიძლება კუჭის მომნელებელი სისტემის დარღვევა გამოიწვიოს.

ქალწული

თუ საკუთარი თავისა და პრობლემების გარდა არაფერი გახსოვთ, მზად იყავით, რომ ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივათ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო მყოფებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. სატურნი მეხუთე სახლში გადადის, რაც ზოგი ქალწულის ოჯახურ ცხოვრებაში გაღიზიანებას და დაძაბულობას მოუტანს.

ახლა ჯობია ყოველდღიური რუტინისგან ცოტა ხნით დაისვენოთ. ეცადეთ პროფესიულ საკითხებს სერიოზულად მიუდგეთ, თუმცა სამუშაო და პირადი ცხოვრება ერთმანეთში არ აურიოთ.

ხელსაყრელი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.

დღეს თქვენს მენიუში ბოსტნეული და მცირე რაოდენობის ტკბილეული უნდა იყოს — ორგანიზმს ნახშირწყლები სჭირდება.

სასწორი

ამ დღეს საინტერესო ადამიანთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გელით.

ვასრკვლავები გირჩევენ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ, რადგან ბოლოდროინდელი პრობლემების უმეტესობა სწორედ ამ საქმეების მიმართ უყურადღებობამ გამოიწვია.

არახელსაყრელი დროა კოლექტიური მუშაობისთვის და შემოქმედებისთვის. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, რადგან სხვების იმედად ყოფნა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ.

თქვენმა ცნობისმოყვარეობამ შესაძლოა ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ, მაგრამ იმავდროულად პრობლემებიც გელით.

დღის მეორე ნახევარში პარკში გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით ან მცირე შოპინგით სტრესი მოიხსენით.

მორიელი

ამ დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდეთ და სიწყნარეში დაისვენოთ, თუმცა პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე სირთულეები — გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს.

კეთილგანწყობის მიუხედავად, საუბარში ზედმეტი კატეგორიულობა ადამიანებს დაგაშორებთ.

მოსალოდნელია ფინანსური არასტაბილურობა — სიფრთხილე გამოიჩინეთ ხარჯებისა და საეჭვო გარიგებების მიმართ.

შეამცირეთ თვალის დატვირთვა და არ გამოიყენოთ ტელეფონი ძილის წინ - პატარა ეკრანიდან ტექსტის კითხვამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ენერგიის მოზღვავებას და მოქმედების სურვილს იგრძნობთ. ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოთ.

პროფესიულ სფეროში შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი უნარები წარმოაჩინოთ. ფინანსურ საკითხებში სასურველია თავშეკავება და გონივრული გათვლა.

სიყვარულში ეს დღე მოვლენებით იქნება სავსე. თუ გყავთ პარტნიორი, ეცადეთ დრო ერთად გაატაროთ და რომანტიკული ატმოსფერო შექმნათ.

სამუშაოს მხრივ წარმატებული დღეები იწყება - ბოლოს და ბოლოს, იმ საქმის დასრულებას შეძლებთ, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით.

თხის რქა

ახლა რომანტიკული თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დროა. ჯობია რამდენიმე საღამო სიმშვიდესა და სიწყნარეში გაატაროთ.

სამსახურში შეიძლება წარმოიშვას პრობლემა, რომელიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს — საჭიროების შემთხვევაში კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ.

გამძლეობა და მტკიცე ნებისყოფა დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეებია. თქვენი შრომისუნარიანობა შთამბეჭდავია — ამ დღეს ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე ჩვეულებრივ.

მოერიდეთ ბასრ და მჭრელ საგნებს — სატურნისა და მარსის არახელსაყრელი ასპექტი საყოფაცხოვრებო ტრავმის რისკს ზრდის.

მერწყული

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს იმ ნივთის შეძენა შეძლოთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, სამაგიეროდ მომდევნო 24 საათში სასიამოვნო ნაცნობობა გელით — გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი თქვენი მომავალი პარტნიორი იყოს.

შეიკავეთ თავი ემოციური განცხადებებისგან და ნუ იტყვით იმას, რაც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა, სადაც შეიძლება გავლენიანი მოკავშირეები შეიძინოთ.

ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება და ზუსტად იგრძნობთ, შემდგომი წარმატებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგათ.

საუკეთესო დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის — დაკავდით მსუბუქი ფიზკულტურით ან სუნთქვითი ვარჯიშებით.

თევზები

თქვენზეა დამოკიდებული საბოლოოდ დასრულდება ურთიერთობა თუ არა. დღეს უმჯობესია სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ვითარება მაქსიმალურ თვითკონტროლს და წონასწორობას მოითხოვს.

თუ მნიშვნელოვან შესყიდვას გეგმავთ, უმჯობესია ოჯახის წევრებთან, განსაკურებით იმ ადამიანებთან, ვინც ოჯახის შემოსავალს უზრუნველყოფს, წინასწარ მოილაპარაკოთ.

პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. თუ ადამიანებთან საუბარი იცით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში მოგებული დარჩებით.

პირად ცხოვრებაში შეიძლება ძველი კონფლიქტების გადაჭრა გახდეს საჭირო.





მსგავსი სიახლეები
10 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მეუფე შიო - ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ
დეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო
,,დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე''- ზვიად გაბისონია
,,ოპოზიცია ცუდი კი არ არის აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ოპონირება მტრობას ხომ არ ნიშნავს''- მეუფე იაკობი
9 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში “ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა
8 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"არის ერთი ნიუანსი" ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
"მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება" -რუსთაველის ფონდისა და ევროკავშირის პარტნიორობის ერთობლივი კონკურსი
7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება-მიხეილ სარჯველაძე
მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე
ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს -მიხეილ სარჯველაძე
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს