"მზის ვიტამინად" წოდებული D ვიტამინი - რა ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში და რატომ არის ის განსაკუთრებით საჭირო ზამთარში?
ცივი სეზონის მოახლოება და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ყოველთვის აყენებს ჩვენი იმუნური სისტემის მდგრადობას სერიოზული გამოწვევის წინაშე. ეს ის პერიოდია, როდესაც ვირუსები აქტიურდება, ჩვენი ორგანიზმი კი ბუნებრივი მზის სხივების დეფიციტს განიცდის, რაც ავტომატურად ამცირებს D ვიტამინის ბუნებრივ სინთეზს. სწორედ ამიტომ, ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით ხშირად ვუჩივით დაღლილობას, განწყობის ცვლილებას, სუსტ იმუნიტეტს, ინფექციებისადმი მომატებულ მგრძნობელობას, ზოგჯერ, თმის ცვენასა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას.
როგორც უკვე აღინიშნა, D ვიტამინი არა მხოლოდ აძლიერებს იმუნურ სისტემას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და კუნთების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ზამთრის თვეებში მზის სხივების სიმცირის გამო, D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღება მხოლოდ კვებით საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვანია D ვიტამინის დამატებით მიღება ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების საშუალებით, რათა თავიდან ავიცილოთ დეფიციტი და უზრუნველვყოთ იმუნური სისტემის დახმარება. სანამ სტატიაში წარმოგიდენთ D ვიტამინის საპროფილაქტიკო და სამკურნალო დოზებს, მანამდე გაგიზიარებთ ე.წ „მზის ვიტამინთან“ დაკავშირებულ რამდენიმე მთავარ რჩევას:
1. ჩაიტარეთ სკრინინგი: D ვიტამინის დეფიციტის ზუსტი დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სისხლის ანალიზით (25(OH)D). ანალიზის შედეგების საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს შესაბამის სამკურნალო ან პროფილაქტიკურ დოზას. აუცილებელია აღინიშნოს, რომ D ვიტამინის როგორც დეფიციტი, ისე ჭარბი რაოდენობა (ინტოქსიკაცია) შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზულ გართულებებთან და საჭიროებს ექიმის მიერ მონიტორინგს.
2. მიიღეთ ცხიმთან ერთად: D ვიტამინი ცხიმში ხსნადი (ლიპოფილური) ვიტამინია, რაც ნიშნავს, რომ მისი შეწოვა მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად მიღებისას. რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება საუზმის ან ლანჩის დროს, როცა საკვებში ჩვეულებრივ შედის ბუნებრივი ცხიმები.
3. განსაზღვრეთ სწორი ფორმა: D ვიტამინის დანამატის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ D3 (ქოლეკალციფეროლის) ფორმას, რადგან ის ორგანიზმში უფრო ეფექტურად გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, ვიდრე D2 (ერგოკალციფეროლი).
4. დოზირება სეზონის მიხედვით: შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც მზის სხივების დეფიციტია, აუცილებელია მოზრდილებსა და ზრდასრულებში რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზა (რომელიც მერყეობს 1000-დან 2000 სე-მდე) ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით მივიღოთ.
როგორც უკვე აღინიშნა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდი მზის სხივების დეფიციტს ნიშნავს, რაც ორგანიზმის „მარაგების“ დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ზოგადი პროფილაქტიკისთვის, როცა დეფიციტი დადასტურებული არ არის ან არ გაქვთ ჩატარებული D ვიტამინის ანალიზი, რეკომენდებულია მისი მიღება საკვები დანამატის სახით პროფილაქტიკური დოზით. ამ მიმართულებით, ფარმაცევტული ბაზარი გვთავაზობს საკმაოდ მრავალფეროვან ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს, მაგრამ ამ არჩევანში გადამწყვეტია ვიპოვოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ეფექტურობას, ხარისხს, უსაფრთხოებასა და მიღების კომფორტულობას. D3 ვიტამინის მიღების იდეალურ ალტერნატივას გვთავაზობს გერმანული „WELT PHARMA”-ს მიერ წარმოებული დეტრივიტის ხაზი. თუ თქვენ მცირე დროს ატარებთ გარეთ, არ იკვებებით დაბალანსებულად და უბრალოდ გსურთ, ორგანიზმის სეზონური მხარდაჭერა, უმჯობესია დავიცვათ „ოქროს შუალედი“ და საპროფილაქტიკო დოზად დეტრივიტი 2000 ს.ე მივაწოდოთ ორგანიზმს. განსაკუთრებით მაშინ, თუ დღის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებთ. დეტრივიტი 2000 ს.ე-ის მიღება დაგეხმარებათ არა მხოლოდ D ვიტამინის ნორმის შენარჩუნებაში, არამედ მისი ოპტიმალური დონის მიღწევაშიც, რაც გააძლიერებს ენერგიასა და იმუნურ სისტემას ვირუსების წინააღმდეგ. ხოლო, თუ სისხლის ანალიზით დადგინდა D ვიტამინის მკვეთრი დეფიციტი, საჭიროა სწრაფი და ეფექტური ჩარევა. ამ დროს, ევროპული ბრენდის დეტრივიტის ხაზი გვთავაზობს სამკურნალო დოზებს, რომლებიც უმჯობესია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გამოიყენოთ, მაგალითად დეტრივიტი ფორტე 5000 ს.ე, დეტრივიტი მაქსი 10 000 ს.ე. სამკურნალო საშუალებებში ასევე აღსანიშნავია დეტრი-დროფსის წვეთები, რომელიც ასევე ხშირად გამოიყენება დეფიციტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც უჭირს კაფსულების მიღება ან საჭიროა დოზის ზუსტი კორექცია. გასათვალისწინებელია, რომ დეტრი-დროფსის 1 წვეთი 500 ს.ე D3 ვიტამინს შეიცავს.
ზრდასრულებში D3 ვიტამინის სამკურნალო დოზის მიღება ხშირად ეფექტურია D3-ის კომბინაციით K₂ ვიტამინთან. დეტრივიტი K₂ ხელს უწყობს კალციუმის სწორ განაწილებას, რაც აძლიერებს ძვლებს და იცავს სისხლძარღვებს კალციფიკაციისგან, რაც ამცირებს ათეროსკლეროზისა და სხვა კარდიოვასკულური პათოლოგიების რისკს.
როგორც ამ სტატიაში მრავალჯერ ვახსენეთ, D3 ვიტამინის მიღება მხოლოდ მორიგი უბრალო საკვები დანამატის მიღება არ არის. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სიმტკიცეს, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივესა და განწყობის სტაბილურობას მთელი წლის განმავლობაში.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)

-->
მსგავსი სიახლეები
ალი ასადოვსა და ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა
,,საქაერონავიგაცია'' საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ვრცელებს
„საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
"მზის ვიტამინად" წოდებული D ვიტამინი - რა ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში და რატომ არის ის განსაკუთრებით საჭირო ზამთარში?
11 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დონალდ ტრამპი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე - მოკლულია "წითელი ნუსხის" სახეობა - მურა დათვი
GM PHARMA – "წლის ლიდერი"-ს მფლობელი 2025 წელს კიდევ ერთხელ გახდა
10 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მეუფე შიო - ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ
დეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო
,,დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე''- ზვიად გაბისონია
,,ოპოზიცია ცუდი კი არ არის აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ოპონირება მტრობას ხომ არ ნიშნავს''- მეუფე იაკობი
9 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში “ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა