შს მინისტრი გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.
გეკა გელაძემ, მოადგილესთან და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მსგავსი სიახლეები
გრძელდება "ოცნების ქალაქის" პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა "ოცნების ქალაქში" ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს -ირაკლი კობახიძე
დიდმარხვის III შაბათს - 14 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა! - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მარტის ამინდის პროგნოზი
პრემიერი - ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ავრცელებს
"მედია მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს"-გოგა გულორდავა
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო
სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
მთავრობამ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მორიგი დადგენილება მიიღო
ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა -ლევან ზაუტაშვილი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
Lufthansa ხელბარგის გადაზიდვის წესებს ამკაცრებს
ზაჰესში, დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2026 წლის საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა 2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი"