პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 პირი: 2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები: 1964 წელს დაბადებული ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1977 წელს დაბადებული რ.ს. და 2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი", „ალფა-პვპ" , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და „გამომშრალ მარიხუანა". ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ. -ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა
ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო
არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით -ირაკლი კობახიძე
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი