ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია -გია ვოლსკი

ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ასწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია".

„მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ. ამ განცხადების სათაურია - თვალთმაქცობა პოლიტიკაში. ევროკომისია კვლევების შედეგებს ყოველდღე აქვეყნებს, სადაც საქართველოს მონაცემები ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ასწრებს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მარტა კოსი მაინც ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია. გარკვეული გარემოებები შეიცვალა, მაგრამ მთავარი ხაზი არ შეცვლილა. აღარ მალავენ, რომ ევროპისთვის უკრაინელები იხოცებიან და რუსეთისგან ევროკავშირს საფრთხე ემუქრება. მათთვის საქართველოში ისეთი ხელისუფლების არსებობაა აუცილებელი, რომელიც ქვეყანას ამ პროცესებში ჩართავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ყველაფერი არჩევნებით გამოვლინდებაო. ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებით დაადასტურა, რომ არ აწყობს ის, რასაც ქვეყანას სთავაზობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოშიც იყო ჩამოსული და ხალხს სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა. ამას მხარი არ დაუჭირეს და ის გზა აირჩიეს, რაც ქვეყნის სტაბილურობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები ანტიქართულია. ზოგიერთი ოფიციალური პირისგან რა განცხადებაც მოვისმინეთ, იმას ქართველთმოძულე თუ გააკეთებს. არჩევნები მომავალში იქნება და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, ქვეყანას რა სჭირდება. ხვალვე მზად ვართ, გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკება დავიწყოთ. აუცილებელი არ არის ადამიანური სიყვარული გვქონდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ ექსტრემიზმი ფინანსდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





მსგავსი სიახლეები
,,დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს,''- ირაკლი ზარქუა
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს''- გიორგი კახიანი
რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
ყველას კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ -დავით მათიკაშვილი
ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები -ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა -ნინო წილოსანი
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის -რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა, ხან აღიარებენ სასამართლოს არსებობას, ხან - არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული -ვიკა ფილფანი
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი