ყველას კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ -დავით მათიკაშვილი

„ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გადაფაროს.

„ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა. ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს განიხილავს. ეჭვი მეპარება, მათ რაიმე არგუმენტი ჰქონდეთ. ან რა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუ რაიმე აქვთ, სასამართლოში წარადგინონ", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" 13 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ „საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს".

 





მსგავსი სიახლეები
,,დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს,''- ირაკლი ზარქუა
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს''- გიორგი კახიანი
რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
ყველას კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ -დავით მათიკაშვილი
ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები -ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა -ნინო წილოსანი
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის -რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა, ხან აღიარებენ სასამართლოს არსებობას, ხან - არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული -ვიკა ფილფანი
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი