„ჩენდლერის ინსტიტუტის“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა''- ლევან ჟორჟოლიანი

 

„ჩენდლერის ინსტიტუტის" 2025 წლის კარგი მთავრობის ანგარიშში, ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიში მოიცავს ორ მიმართულებას,  ეს არის განათლება და ჯანდაცვა.

„ჩენდლერის ინსტიტუტის" 2025 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის მიხედვით, გამოქვეყნდა ხარჯთეფექტურობის რეიტინგი, რომელშიც საქართველო ევროპის ფარგლებში მე-14 ადგილზე გავიდა, გაუსწრო ევროკავშირის, ნატოსა და შენგენის ზონის 25 სახელმწიფოს. აღნიშნული ანგარიში ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებს.  მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში მოიცავდა ორ მიმართულებას, ეს არის განათლება და ჯანდაცვა. ამ კვლევის მდგენელია - ერთ სულ მოსახლეზე რა წილი მოდის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ასევე რა არის წიგნიერების მაჩვენებელი, როგორი არის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი. ამას ვუკავშირებთ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით. ფაქტია, რომ ის პროგრამები, რომლებიც შემუშავდა, არა მხოლოდ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, არამედ მიზნობრივი, სოციალური პროგრამები, მიმართულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდისკენ და ამას მოწმობს პენსიონერების გაზრდილი რაოდენობა. განათლების მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, რადგან დაგეგმილია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც მოიცავს 2 ძირითად მიმართულებას, ეს არის ინფრასტრუქტურული ნაწილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების ხარისხის ნაწილი. ვფიქრობთ, მომავალ წლებში ამ კვლევებში უკეთესი შედეგი ექნება საქართველოს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს''- გიორგი კახიანი
რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
ყველას კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ -დავით მათიკაშვილი
ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები -ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა -ნინო წილოსანი
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის -რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა, ხან აღიარებენ სასამართლოს არსებობას, ხან - არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული -ვიკა ფილფანი
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი
,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი