,,დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს,''- ირაკლი ზარქუა
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს, - ასე მიმართა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, შალვა კერესელიძეს, რომლის ინიციატივაა დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს.ზარქუას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა უსაფუძვლოა.მისი თქმით, საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები უკვე იყო შესწავლილი შესაბამისი უწყებების მიერ და გამოძიების შედეგად დაიდო კვალიფიციური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარღვევები არ გამოვლენილა.„სიგიჟე იყო თავიდან ბოლომდე, რაც ჩემზე უკეთაც იცით, უბრალოდ თავი გინდათ „გაიპრავოთ" პარლამენტში ხართ და თითქოს, რაღაცას აკეთებთ. ეს არ გამოგივათ და ამის უფლებას არ მოგცემთ. BBC-ის, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უჩივის შეთითხნილი სიუჟეტების მომზადებაში. მეორე, იყო გარკვეული პერიოდი - 3 დღე, როდესაც შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ, გამოძიებაც ჩატარდა და კვალიფიციური დასკვნაც დაიდო: არც „ნაცების" დროს ყოფილა შეძენილი, შესაბამისად, გამოყენებულიც ვერ იქნებოდა. ძალიან ვწუხვარ ამის თქმა , რომ მიწევს, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, თქვენი მოკავშირეებიც კი ბოლოს იქამდე დავიდნენ, რომ თუთიყუშს დასცვივდა ბუმბულიო და პატრონს ვერ ცნობდა ძაღლიო. ამ დონზე დავიდა თქვენი არგუმენტები. ასე, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. და მესამე თემა, თქვენ ბრძანეთ, რომ მთავრობის ნდობა არ აქვსო, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებაში ნდობა იმაზე მაღალია, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში. ბოლოს, არანაირი ათი ათასობით არ იყო. სიცრუეს ნუ ავრცელებ! ასე, რომ არ არსებობს კომისიის შექმნის [საფუძველი] და ბუნებრივია, არც შეიქმნება",- განაცხადა ზარქუამ.
მსგავსი სიახლეები
,,გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს''- შალვა პაპუაშვილი
,,დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს,''- ირაკლი ზარქუა
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს''- გიორგი კახიანი
რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
ყველას კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ -დავით მათიკაშვილი
ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები -ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა -ნინო წილოსანი
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის -რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა, ხან აღიარებენ სასამართლოს არსებობას, ხან - არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული -ვიკა ფილფანი
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ