,,გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს''- შალვა პაპუაშვილი

 

გამოძიება იყო გამჭირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა, ეს საკითხი სხდომაზე დააყენოთ, კენჭისყრა ჩატარდება და პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, შალვა კერესელიძეს.

ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო ფრაქცია „საქართველოსთვის" მიერ ინიციირებული დადგენილების პროექტი „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ".

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს მოუწოდა, ფრაქციის სახელით ილაპარაკონ და საზოგადოებას არ ამოეფარონ.

„საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, ისაუბრეთ თქვენი სახელით. საზოგადოებას ნუ ეფარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნებში თქვენმა პარტიამ 160 000 ხმა მიიღო, ანუ 7,5%. წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, 50 000 ხმა მიიღეთ - მესამედი იმ ხმებისა, რაც მანამდე გქონდათ მიღებული. ასე რომ, საზოგადოების სახელით საუბარი არ არის საჭირო. თქვენ ხართ ფრაქცია, ხართ სუბიექტი, ვისაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება შეუძლია.

რაც შეეხება ნდობა-არნდობის საკითხს, გამოძიება ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. ბევრი ადამიანი გამოიკითხა და ეს შედეგები დაიდო. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი BBC-ის მთავარ ცილისმწამებლური სიუჟეტის თაობაზე. მთავარი იყო გამოეტანათ ჰედლაინი, შინაარსში კი არავინ შესულა. ვითომ, საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თითქოს საქართველო ყოფილიყო ან პირველი მსოფლიო ომის წამომწყები ან დიდი მონაწილე, ან თითქოს, პირველი ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყო და ჩვენ გამოგვეყენებინოს პირველ მსოფლიო ომში და არა იმ ქვეყანას, რომელსაც ზოგიერთი წარმოადგენს. ეს ცილისწამება მხილებულია, ვინაიდან არავის, მათ შორის მათაც, ვინც ეს ეჭვები გამოხატა, არ აქვთ მტკიცებულება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს კითხვები თუ ექნებათ, ხელისუფლება მზად არის, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს''- შალვა პაპუაშვილი
,,დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს,''- ირაკლი ზარქუა
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს''- გიორგი კახიანი
რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
ყველას კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობა" რას ჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ -დავით მათიკაშვილი
ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები -ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა -ნინო წილოსანი
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის -რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა, ხან აღიარებენ სასამართლოს არსებობას, ხან - არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული -ვიკა ფილფანი
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ