,,აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას - ხომ არ არის ეს საბოტაჟი?''- გიორგი ვოლსკი

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. მისი თქმით, არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები იმისათვის, რომ საზოგადოებას მთელი რიგი მიმართულებით ვითარება შეუმსუბუქდეს.

„აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ ის მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი. ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს. მე ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

 

 





მსგავსი სიახლეები
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა
,,ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს''- დავით მათიკაშვილი
,,აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას - ხომ არ არის ეს საბოტაჟი?''- გიორგი ვოლსკი
„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა''- დავით მათიკაშვილი
„ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს, პირველ რიგში, არის "ოცნება" - გიორგი შარაშიძე
,, ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით''- სოზარ სუბარი
,,ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს''- ვოლსკი
,, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არჩევნების განხილვას გარკვეული საფუძველი აქვს ''- ვოლსკი
„საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია''- თეა წულუკიანი
დაე, ხალხმა გადაწყვიტოს - საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ
მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა -კახა კალაძე
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები-ირაკლი კობახიძე
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში -ირაკლი კობახიძე
ვიღაც პირდაპირ ცდილობს, აერიდოს დებატებს, ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე
ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი