,,ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი - ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს''- მაკა ბოჭორიშვილი

 

ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა "ქრონიკის" ეთერში ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე:

"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წევრობა, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი, როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.

საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის და ძირითადად ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ჩვენ ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამოყენება ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ, დღეს ვხედავთ მცდელობებს ეუთოს გამოყენებისა. მე მქონდა ამაზე საუბარი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს მცდელობა"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, ნებისმიერ დროს გაუზიაროს მოსაზრებები ეუთოს წარმომადგენლებს:

"ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. და თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები. რამდენად ობიექტური იქნებიან ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენი მხრიდან მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს
საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა -მიხეილ სააკაშვილი
"ეს არის ჩემი ვალი, როგორც ქართველისა და მართლმადიდებელი ადამიანის" -მამუკა ფიფია
ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფრიდრიხ მერცისა და მისი მთავრობის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
7 აპრილის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით- დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ''- მეუფე იაკობი
,, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი''-პრემიერი
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის-მთავრობის ადმინისტრაცია
მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა-რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე
,,უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს''- დავით ქართველიშვილი
საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით''- ირაკლი კობახიძე
ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - მას მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“- ტრამპი