კიევში ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა, რაც ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის-ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება, - ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა შედეგს მიაღწიეს მხარეებმა აბუ დაბიში გამართულ შეხვედრებზე.
„ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა. ეს ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. ვფიქრობ, ეს ყველას გვესმის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ზელენსკის არ დაუსახელებია.
„ისაუბრეს ყველაფერზე. თვლიან, რომ ინფორმაცია საკმაოდ სენსიტიურია. სურთ, ჩამოვიდნენ და მე მაცნობონ დეტალურად. მას შემდეგ, რაც მეცოდინება, სად ვიმყოფებით, მექნება თქვენთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წინ მიიწევს. ჩვენ უფრო სწრაფი შედეგები გვინდა. შემდეგი შეხვედრა თუ გაიმართება, მაშინ დიალოგის გაგრძელების შანსი არსებობს, რამაც ნამდვილად გვინდა, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა -მიხეილ სააკაშვილი
"ეს არის ჩემი ვალი, როგორც ქართველისა და მართლმადიდებელი ადამიანის" -მამუკა ფიფია
ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფრიდრიხ მერცისა და მისი მთავრობის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
7 აპრილის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით- დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ''- მეუფე იაკობი
,, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი''-პრემიერი
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის-მთავრობის ადმინისტრაცია
მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა-რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე
,,უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს''- დავით ქართველიშვილი
საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით''- ირაკლი კობახიძე
ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - მას მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“- ტრამპი
,,პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც უწმინდესი ყოველთვის მოგვიწოდებდა, იღვწოდა - ერთობა და ერთიანობა''- მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი