,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე

 

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მადლობას უხდის. ეკა კუპატაძე იხსენებს, რომ თავის დროზე მან გვარაკიძეს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა, დღეს საქმის ასე გაკეთებისთვის მადლობას უხდის.

ეკა კუპატაძემ მედიასთან დიდ დიღომში მოქმედ დაჯგუფებაზეც ისაუბრა.

„ეს არის საზოგადოებისგან მოწოდებული ინფორმაცია. დემეტრე ჩიქოვანის ძმა გიორგი ჩიქოვანი არის ყველაფერი მთელ დიდ დიღომში. შეიძლება, დედამისი გამოვიდეს და თქვას, რომ თითქოს, მე რაღაცას ვიტყუები, რომ თითქოს, რადგან გენპროკურორის დედა და დედაჩემი თანაკლასელები იყვნენ, თითქოს, მე მას შეკვეთა მივეცი. არა, მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი" დავუძახე. მე არ დავიხიე უკან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დედები კლასელები და მეგობრები იყვნენ და ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა და ხელში აიღო.

დიდ დიღომში არის სერიოზული დაჯგუფება. თქვენც შეხედეთ ალბათ, იმ ვიდეოებს, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა. იქ არ არის ერთი, ორი და სამი ადამიანი. ბატონმა გიორგი მიქაიამ მხოლოდ ამ სამ პიროვნებაზე, იმ არასრულწლოვნებზე ისაუბრა, ვინც გიგას საქმეში ფიგურირებს, ვერც მას მოვუსმინე კარგად, ძალიან მიჭირდა. ბევრი სხვაც ფიგურირებდა, ხედავდით იმ ვიდეოებში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აიყვანენ და გაგრძელდება ეს საქმე, ის მოცულობითია. მე ვიცი, რომ დიდ დიღომში ამ არასრულწლოვნებს შიშის ქვეშ ჰყავთ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მიჭირს საუბარი, სიტყვები არ მყოფნის, დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის დედა ასევე ელის საქმეზე კიდევ სხვა პირების დაკავებასაც.

„ასევე ველოდები მკვლელობის დამკვეთი გოგონას დაჭერასაც. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოჯახმა მისი ტელეფონი სრულად გაასუფთავა, მე მაინც მჯერა, რომ პროკურატურა მაინც იპოვის საქმეშიც გასაღებს და ისიც მიეცემა პასუხისგებაში", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

დღეს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების მონაწილეობით სხვა დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია - ისინი სისტემატურად ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ პირებთან. ასევე გამოქვეყნდა დანაშაულის ამსახველი კადრები, რომლებსაც ისინი თავად იღებდნენ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე
"ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია" - ალექსანდრე რატიშვილი
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს''- Sky News
ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება-დონალდ ტრამპი
"საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან იმიტომ, რომ ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს" - პიტერ სიიარტო
,,კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა''- პრემიერი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
ჯო ბაიდენმა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები ავღანეთში დატოვა -დონალდ ტრამპი
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
კიევში ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა, რაც ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის-ვოლოდიმირ ზელენსკი
,,ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი - ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით''- ქართველიშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ირანისკენ დიდი გემები მიემართება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ მათი გამოყენება არ მოგვიწევდა -ტრამპი
იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" გამოყენება-დავით ქართველიშვილი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
დონალდ ტრამპის სარისკო თამაში