ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს" სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მერსიემ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს" პირველ სამიტს ევროკავშირის სახელით ევროკომისარი დუბრავკა შუიცა დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება.
„კომისარი შუიცა მიმდინარე კვირის ბოლოს ვაშინგტონში გაემგზავრება და „მშვიდობის საბჭოს" სამიტში მონაწილეობას მიიღებს, კერძოდ, ღაზას საკითხის ნაწილში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკომისია „მშვიდობის საბჭოს" წევრი არ ხდება", - განაცხადა მერსიემ.
ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს" პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. „მშვიდობის საბჭოს" წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა.
„მშვიდობის საბჭო", რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით -გივი მიქანაძე
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე
"ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია" - ალექსანდრე რატიშვილი
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს''- Sky News
ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება-დონალდ ტრამპი
"საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან იმიტომ, რომ ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს" - პიტერ სიიარტო
,,კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა''- პრემიერი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს
ჯო ბაიდენმა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები ავღანეთში დატოვა -დონალდ ტრამპი
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
კიევში ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა, რაც ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის-ვოლოდიმირ ზელენსკი