ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ი მიიღებს.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების შინაარსს. თქვენ იცით, ორი მიმართულებაა: სამხედრო და პოლიტიკური. მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო. სამხედროებს ესმით, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მონიტორინგი, თუ იქნება პოლიტიკური ნება. მოლაპარაკებებზე პრინციპში თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. მონიტორინგი აუცილებლად იქნება ამერიკული მხარის მონაწილეობით. ეს კონსტრუქციული სიგნალია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მონიტორინგის ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ წარადგენს.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო მიმართულებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ საკითხებზე მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა კვლავ რჩება.
„პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ეს მგრძნობიარე საკითხებია, რომლებიც თქვენთვის ცნობილია. ვხედავთ, რომ გარკვეული სამუშაო გაკეთდა, თუმცა პოზიციები განსხვავებულია, რადგან მოლაპარაკებები რთული იყო", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების ყველა დეტალს უკრაინული დელეგაცია მას მოგვიანებით წარუდგენს.
„პოლიტიკურ ნაწილში დიალოგი იყო, შევთანხმდით გაგრძელებაზე, მაგრამ ისეთი პროგრესი, როგორიც სამხედრო ნაწილშია, იქ არ მომისმენია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით -გივი მიქანაძე
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე
"ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია" - ალექსანდრე რატიშვილი
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს''- Sky News
ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება-დონალდ ტრამპი
"საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან იმიტომ, რომ ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს" - პიტერ სიიარტო
,,კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა''- პრემიერი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს
ჯო ბაიდენმა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები ავღანეთში დატოვა -დონალდ ტრამპი