იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ 2 920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნასა და უმაღლესი განათლების სისტემის მიერ გამოშვებულ სტუდენტებს შორის დისბალანსი ფიქსირდება.

„კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.

რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს, სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად - ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები - აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით ხუთჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე,"- აღნიშნა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით -გივი მიქანაძე
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე
"ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია" - ალექსანდრე რატიშვილი
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს''- Sky News
ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა