POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბოლო ტალღა არ შეეხო ნავთობსადენს, რომელიც უნგრეთსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის მწვავე დავის საგანია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო POLITICO ავრცელებს.
სამშაბათს ლონდონმა თითქმის 300 ახალი სანქცია გამოაცხადა, რითაც ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის მეოთხე წლისთავს გამოეხმაურა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი იღებს „გადამწყვეტ ზომებს" იმ „შემოსავლის წყაროების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის აგრესიას ასაზრდოებს".
სამიზნეებს შორის მოხვდა ნავთობის სატრანსპორტო კომპანია „ტრანსნეფტი", რომელიც მართავს ნავთობსადენ „დრუჟბას" რუსულ მონაკვეთს. აღნიშნული მილსადენით საწვავი კვლავ მიეწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთს.
საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტრომ (FCDO) განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანია „პასუხისმგებელია რუსული ნავთობის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტის ტრანსპორტირებაზე, რაც კიდევ უფრო აფერხებს კრემლის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოძებნოს მყიდველები თავისი სანქცირებული ნავთობისთვის".
თუმცა, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტში, ნავთობსადენი „დრუჟბა" შეყვანილია რუსეთის სანქციების რეჟიმით გათვალისწინებულ „გამონაკლის პროექტებს" შორის.
მსგავსი სიახლეები
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით -გივი მიქანაძე
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე
"ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია" - ალექსანდრე რატიშვილი
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს''- Sky News
ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა